Tuesday, 25 June 2019





ბრიტანულ-ქართულიაკადემია

      -IX,. X, XI, XII  კლასიდან  მოხალისეები

    პროექტის თემა/ სახელწოდება: „ჩვენ ერთად შევძლებთ ყველაფერს“
21-ე საუკუნე, თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნე, ადამიანურ ურთიერთობებს ანადგურებს. ტექნოლოგიებს მიჯაჭვულ მოზარდებს ავიწყდებათ მათზე ზრუნვა, ვისაც სჭირდება თანადგომა და დახმარება;
დღესდღეობით საქართველოში ძალიან დიდი პრობლემა არის სიღარიბე, განსაკუთრებით კი გაჭირვება მზრუნველობას მოკლებულთა სახლებში. ქვეყანაში  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი აღემატება 30%. ამას ხშირად მივყავართ სავალალო შედეგებამდე. შიმშილი იწვევს მრავალ დაავადებას, ყველაზე საწყენი და საზარელი კი არის ის, რომ ამ პრობლემას, ხშირად უდანაშაულო ბავშვები ეწირებიან, განსაკუთრებით, არასრულწლოვნები. სახელმწიფო ვერ ახარხებს საჭირო თანხები გამოუყოს და დაეხმაროს მრავალშვილიან ოჯახებს, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს და ამ ფონზე, გვეჩვენება, რომ მათ გარდა არიან კიდევ „ ქუჩის ბავშვები“ თბილისის თავშესაფრიდან, სხვადასხვა რაიონიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები“ „ ; მათი  დიდ ნაწილი, როგორც ჩვენ მიერ ჩატარებულმა  კვლევამ აჩვენა, რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს   უკიდურესად უჭირთ;
                ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ პროექტი, რომელიც არ არის მხოლოდ დახმარება, არამედ მაგალითი ჩვენი ასაკის ბავშვებისათვის, რადგან თუ მიმბაძველები გამოგვიჩნდებიან თუნდაც მხოლოდ ჩვენს სკოლაში,  მოსახლეობისგან  მხოლოდ დღესასწაულებზე არ მიიღებენ დახმარებას, მზრუნველობასა და დახმარებას. მთავარია, რამდენად წარმატებით  შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას. გვინდა, გვერდში დავუდგეთ მათ, ვისი არსებობაც ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დავიწყებული არ აღმოჩნდენ საზოგადოებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ  მათაც იგივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ, ხშირად კი მათი სიცოცხლისათვის აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი ვერ ხერხდება.
                ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს არა ერთჯერადად, არამედ სისტემატურად. ჩვენი აკადემიის მე-9, მე-10, მე11, მე-12 კლასის  ამ ინიციატივით გამოვა ყოველწლიურად. ზამთრის დადგომის წინ ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში დავიწყებთ სკოლის მასშტაბით  სკოლის მოსწავლეებში გავავრცელე ინფორმაცია, C.O>A.T.S -ის საქველმოქმედო აქციის  შესახებ, რომ 2018 წლის  18 ნოემბერს საქველმოქმედო პროექტი-აქციი საბოლოო ფინალური შეხვედრა ჩატარდებოდა  სასტუმრო „რედისონ  ბლუ ივერიის“ სადრესასწაულო დარბაზ „რესპუბლიკა“-ში. სკოლის მოხალისეები აქტიურად ცაერთვნენ ამ საქმეში იმ მომენტიდა რაც გავაცანი ამ აქციის შესახებ. აქტივისტ ჯგუფთან ერთად  დავიწყეთ კამპანია, აკადემიის მოსწავლეების ინფორმირებულობა , რომ მოეტანატ  სახლიდან ისეთი თბილი ტანისამოსი :ქურთუკები, სვიტერები, თბილი შარვლები და ბათინკები , რომელიც იქნებოდა კარგ მდგომარეობაში, მოწესრიგებული და სუფთა .  აგრეთვე  ყველა კლასში გამოვაკარით საინფორმაციო პლაკატები ამ აქციის შესახებ.  ამის შემდეგ უკვე  მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად  დაიწყო საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქველმოქმედების შესახებ.. ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ბრიტანულ-ქარტული აკადემიის ამის შემდეგ დაიწყება თბილი სამოსის , ქურთუკებისა და ფეხსაცმლის შეგროვების ეტაპი.
 აქციის ბოლო კვირას კი მოხალისეებთან ერთად , წინასწარ გამზადებული მუყაოს ყუთებში დავიწყეთ შეგროვილი ტანისამოსის დახარისხება ასაკის, დანიშნულების მიხედვით. ყუთებს დავაწერეთ ასაკი და  რა ტიპის ტანისამოსი იყო მასში, რათა რედისონში აქციის ორგანიზტორებტან ერთად 17, 18 ნოემბერს გაადვილებოდათ ტანისამოსისა და ფეხსაცმლის დახარისხება.
ეს პროექტი ჩვენ დაგვეხმარება სოციალური, მორალური, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის საჭირო  კომპეტენციების განვითარებაში.
                პროექტი განხორციელდება ერთი თვის განმავლობაში. თბილ  ტანისამოსს, ფეხსაცმელსა, სათამაშოებს  თან ტკბილეულაც მოვაყოლებთ მათთვის        
მიზნის მისაღწევად,  მატერიალური დახმარებისა თუ პროდუქტების შესაგროვებლად  ჩვენ სკოლის  მე-9 , მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოხალისეებმა ,  ჩემი , სამოქალაქო განათლების პედაგოგის  თამარ ძინძიბაძის ინიციატივით  შევიმუშავეთ შემდეგი გეგმა - ვაპირებთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, რაც გულისხმობს:

               

ჩვენი ამოცანა იყო::

·           მოვიძიოთ ინფორმაცია ბავშთა  სახლების შესახებ, დავეხმაროთ ზამთრისთვის  აუცილებელი ტანისამოსითა და ფეხსაცმლით.
·         იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პროექტს  შეუერთდება   აკადემიის ადმინისტრაციაც  და ერთად გავაკეთებთ კეთილ და საჭირო საქმეს. 
·         გვსურს გარკვეული დროით მაინც  უზრუნველვყოთ ისინი თბილი ტანისამოსითა და  ფეხსაცმლით.
·         შევუგროვებთ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებიც თუკი ამის სურვილი ექნებათ მოსწავლეებს (საპონი, შამპუნი)
·         არსებული სიტუაციის ანალიზმა გვიჩვენა, რომ თბილი ტანისამოსის შეძენა/შეგროვება, გარკვეულწილად, დაკავშირებულია გარკვეულ საკითხებთან , ტანისამოსი უნდა იყოს შედარებით ახალი, მას არ უნდა ჰქონდეს ლაქა, უნდა იყოს აუცილებლად მოწესრიგებული , კოხტად და ლამაზად შეფუთული. იგივე ფეხსაცმელიც არ უნდა იყოს სელახული , დახეული, დასვრილი.     რადგან შემდგომი გამოყენებისთვის ის იყოს სრულიად შესაფერისი, ამიტომ გადავწყვიტეთ  საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებითაც გვეწარმოებინა. კლასებში შევსულიყავით საინფორმაციო ბუკლეტით და სიტყვიერათაც გვესაუბრა მათთან ამ თემაზე. ამ საქმეში მოხალისე მოსწავლეების ნაწილი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო.
·          ამ მიზნის განსახორციელებლად მივმართეთ საქველმოქმედო საქმეში უკვე გამოცდილ ორგანიზაციის C.O.A.T.S.- ( Clothing Others  Against The Snow)   ორგანიზატორებს , ისინი უკვე რიგით მეცხრე წელია, რაც ატარებენ ამ აქციას , მათ უკვე ჰყავთ პარტნიორი  ბავშვთა სახლები  როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში,  სოციალურად დაუცველი ბავშვების ორგანიზაცია,  „ხსნის არმიის“ და“ საქართველოს ამერიკელი მეგობრები“-ის მფარველობის  ქვეშ იმყოფებიან.
სიკეთის კეთება უდიდესი სიამოვნებაა, თანადგომა და მოყვასის  სიყვარული კი  ჩვენი თვისება.